შეჯიბრის წესები




შეჯიბრში მონაწილეობის პირობები

ა) რეგისტრაცია
  •  შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გუნდმა შეავსოს ელექტრონული ანკეტა/განაცხადი და გადაიხადოს მონაწილეობის საფასური. მათთვის ვინც რეგისტრაციას გაივლის 15 ოქტომბრამდე გადასახადი გუნდზე შეადგენს 30 ლარს, ხოლო ვინც დარეგისტრირდება 15 ოქტომბრის შემდეგ - 40 ლარს.
  •  შეჯიბრში მონაწილეობის მისაღები განაცხადის შევსების და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 22 ოქტომბრის, 23:00 საათი.
  • შეჯიბრში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. 
          ელექტრონული განაცხადი გადმოტვირთეთ აქედან.
          განაცხადზე გუნდის წევრები ხელს მოაწერთ შეჯიბრის დაწყების წინ.
        



ბ) გუნდი
  • თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს ოთხი წევრისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს გოგო.
  • გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი.
  • გუნდს უნდა ჰყავდეს არჩეული კაპიტანი.
  • გუნდის წევრები უნდა იცნობდნენ ლაშქრობის ელემენტარულ  უნარ–ჩვევებს.
  • მონაწილე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სავალდებულოა იცოდეს ტოპოგრაფიული რუკის კითხვა.
  •  შეჯიბრებაში მონაწილეთა ასაკი შეადგენს არანაკლებ 14 წელს.
  • შეჯიბრში მონაწილე გუნდს უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა: ციფრული ფოტოაპარატი, მისი კომპიუტერთან დასაკავშირებელი კაბელი, კომპასი, პირველადი დახმარების აფთიაქი და მობილური ტელეფონი.

შეჯიბრის მსვლელობის ძირითადი პრინციპები
  • შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილე  გუნდებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ ლაშქრობის წესების ცოდნა და უნარების დონე. იმისათვის რომ წარმატებას მოაღწიოს, გუნდმა უნდა აიღოს რაც შეიძლება მეტი საკონტროლო პუნქტი. არსებობს სავალდებულო და არასავალდებულო პუნქტები, რომელთაც სირთულის მიხედვით ენიჭებათ გარკვეული ქულა. კონკურსის გასაგრძელებლად საჭიროა გუნდმა აიღოს ყველა სავალდებულო პუნქტი. თუნდაც ერთის გამოტოვების შემთხვევაში გუნდი ავტომატურად ითიშება შეჯიბრიდან.
  • შეჯიბრის პირობებით საკონტროლო პუნქტებზე თითოეული გუნდი უნდა გამოცხადდეს სრული შემადგენლობით.
  • მსაჯების მიერ მიცემული დავალებების შესრულების შემდეგ გუნდები  შეფასდებიან  და მიიღებენ შესაბამის ქულებს.
  • საკონრტოლო პუნქტების ასაღებად თითოეულ გუნდს გამოეყოფა გარკვეული დრო. იმ შემთხვევაში თუ გუნდი ვერ ჩაეტევა მოცემულ დროში, მას ეძლევა დამატებითი დრო (მაქსიმუმ 30 წუთი). დამატებითი დროის თიოეული წუთი გუნდს ჩამოაკლებს გარკვეულ რაოდენობის  მოპოვებულ ქულას. გუნდი, რომელიც  ფინიშზე მოსვლას ვერც  დამატებით დროში მოასწრებს, კარგავს ყველა მოპოვებულ ქულას.
  •  თითოეული  საკონტროლო პუნქტის აღება უნდა დაფიქსირდეს ფოტოსურათით, რომელზეც აუცილებელია გარკვევით ჩანდეს გუნდის ყველა წევრის (გარდა ფოტოგრაფისა)  სახე და რომ ყველა მათგანი ხელით ეხება ნომრიან ნიშნულს.
  •  გუნდში ფოტოგრაფი უნდა აირჩეს შეჯიბრის დაწყებამდე და აღნიშნული როლი უნდა შეასრულოს მთელი შეჯიბრის განმავლობაში.
  • გადაღებულ სურათებში არ უნდა იყოს არაფერი გარდა საკონტროლო პუნქტების აღებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულ ზედმეტ ფოტოზე გუნდი დაკარგავს გარკვეულ რაოდენობის ქულას!
  • დაშვებულია ერთიდაიგივე საკონტროლო პუნქტის აღების რამდენიმე ფოტო სხვადასხვა რაკურსიდან.
  • ფინიშზე მისული პირველი სამი გუნდი მიიღებს დამატებით ქულებს. 
  • გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება მოპოვებული ქულების რაოდენობის მიხედვით. ორი ან მეტი თანაბარქულიანი გუნდიდან უპირატესობა მიენიჭება ფინიშზე ყველაზე ადრე მისულ გუნდს. იმ შემთხვევაში თუ კი შედეგი ისევ თანაბარი აღმოჩნდება, გამარჯვებული დარჩება ყველაზე მაღალქულიანი საკონტროლო პუნქტების ამღები გუნდი. 
  •   შეჯიბრის ბოლო ეტაპზე გუნდების კაპიტნები შეავსებენ კითხვარებს, რომელთა პასუხები შეფასდება ქულებით.
შეჯიბრების წესები და მოთხოვნები
  • შეჯიბრის დაწყების დათქმულ დროს ყველა გუნდი უნდა გამოცხადდეს სრული შემადგენლობით,  სხვა შემთხვევაში გამოეთიშებიან შეჯიბრებას.
  • შეჯიბრის მსვლელობისას აკრძალულია გადაადგილება რაიმე სახის ტრანსპორტით;
  • ორიენტირებისათვის და საკონტროლო პუნქტების მოსაძებნად, მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ ტოპოგრაფიული რუკები და კომპასი. დანარჩენი სხვა დამხმარე  ტექნიკის საშუალების  გამოყენება აკრძალულია. (მაგ: GPS)
  • გუნდებს აკრძალული აქვთ ისეთი ქმედებები, რომელიც დაარღვევს შეჯიბრის მიმდინარეობას, მისთვის შემუშავებულ წესებსა და თანაწყობას.
  • შეჯიბრის ორგანიზატორები და მონაწილეები ვალდებული არიან დაიცვან გარემო და ინფრასტრუქტურა; სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი სახის უხეშობა ბუნებისა და ნაგებობათა მიმართ!


გამარჯვებულთა დაჯილდოვება
  •  პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები  დაჯილდოვდებიან  სიგელებით და მედლებით.
  •  გუნდების მონაწილეობის რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით.

შეჯიბრის ორგანიზატორები
შეჯიბრის ორგანიზატორები არიან:
ლიკა კაპანაძე
რომა გერცვოლფი

  •  ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებლები მონაწილეთა უსაფრთხოებასა და მათი პირადი ნივთების დაკარგვა–დაზიანებაზე.
  • ღონისძიების ორგანიზატორები და მსაჯები  შეჯიბრებაში არ მიიღებენ მონაწილეობას.