Wednesday, October 27, 2010

ლ ა შ ქ ა რ ა: ლაშქარა 2010


თავაზობთ გუნდების შედეგებს:

დეტალური შედეგები მოცემულია აქ

გუნდი „ასსა“ – 156 ქულა.
გუნდმა „ასსამ“, ყველა სავალდებულო პუნქტთან პირველი მივიდა. ამ გუნდმა დავალებებში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა.



გუნდი „დაკარგული“ – 154 ქულა.
გუნდმა „დაკარგულმა“, შეცდომა დაუშვა პირდაპირი მანძილის გამოთვლაში და პლუს არ გაუმართლათ ხილვადობაშიც, რაზეც მათ დაკარგეს ძვირფასი ქულები და ორი ქულით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ გუნდს.


გუნდი „AVALANCHE“ – 142.5 ქულა
გუნდმა „AVALANCHE“–მ სამალავიდან სხვა ნივთი წამოიღო, ამის გულისთვის დაკარგა ძალიან საჭირო ქულები. 

გუნდი „კარავი.გე“ – 91 ქულა
ამ გუნდში მონაწილეობას იღებდა სამი მანდილოსანი და მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ყველა სავალდებულო პუნქტის აღება. თუმცა არ გაუმართლათ დროში. საკონტროლო დროს მათ 4 წუთით გადააცილეს. 


გუნდი „მოხეტიალე“ – 108 ქულა
სამწუხაროდ ამ გუნდმა, გამოტოვა ერთი სავალდებულო პუნქტი, რომელიც ფინიშთან ახლოს იყო. თუმცა, დრო საკმაოდ ჰქონდა. გამოუცდელობის კვალობაზე, მათ მაინც კარგად იასპარეზეს. 



გუნდი „ჭიუხვები“ – 149 ქულა
ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც წავიდა სრულიად განსხვავებული მარშრუტით და შედეგად საკმაო რაოდენობის ქულები აიღო, თუმცა მათაც როგორც გუნდმა „მოხეტიალემ“ გამოტოვეს ბოლო სავალდებულო პუნქტი, არადა დრო 30 წუთი (მართალია საჯარიმო დრო) კიდევ ჰქონდათ. 

 
გუნდი „GIMN“ – 85 ქულა
ამ გუნდმა სამწუხაროდ გამოტოვა ორი სავალდებულო პუნქტი, რის გამოც ამ პუნქტებზე მოსაცემი დავალებები ვერ შეასრულა. თუმცა, ცუდად არ გამოსულა. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში მიღებული გამოცდილებით, კარგ კონკურენციას გაუწევენ დანარჩენებს.

გუნდი "გზამკვლევი" 
სამწუხაროდ ამ გუნდის ყველა წევრმა არ გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რადგან ძალიან დააგვიანეს. თუმცა მათ აიღეს ყველა სავალდებულო საკონტროლო პუნქტი. 



Sunday, October 24, 2010

დასრულდა შეჯიბრი "ლაშქარა 2010"!

დასრულდა შეჯიბრი "ლაშქარა 2010"!

ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. ასსა
2. დაკარგული
3. AVALANCHE
4. კარავი.გე

გუნდებმა "ჭიუხვები", Gimn და "მოხეტიალემ", გამოტოვეს სავალდებულო პუნქტები და შესაბამისად ისინი გამოეთიშნენ შეჯიბრს, თუმცა მოგვიანებით დაიდება მათი შედეგებიც.

ხოლო, გუნდმა "გზამკვლევმა" არ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

დეტალური ინფორმაცია შედეგების და შეჯიბრის მსვლელობის დაიდება მოგვიანებით.









.

Monday, September 13, 2010

ლაშქარა 2010


მთავარი

24 ოქტომბერს, კვირა დღეს, ჩატარდება შეჯიბრი სალაშქრო უნარ–ჩვევებში  „ლაშქარა 2010“. ეს შეჯიბრი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს, იგი არის მომზადებული საინიციატივო ჯგუფის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ რეპეტიციას. სამომავლოდ ეს ღონისძიება მიიღებს ოფიციალურ და უფრო მაშტაბურ სახეს!


ზოგადად შეჯიბრის შესახებ 
საშემოდგომო შეჯიბრი "ლაშქარა 2010",  არის შეჯიბრი სპორტულ ორიენტირებასა და სალაშქრო უნარ–ჩვევებში. 

შეჯიბრის ჩატარების მთელ ტერიტორიაზე იქნება განლაგებული პუნქტები. თითეულ პუნქტს მიენიჭება გარკვეული ქულა. ქულები განისაზღვრება მისი აღების სირთულის მიხედვით. ზოგი პუნქტის აღება იქნება სავალდებულო, ზოგის კი  – არა. სავალდებულო პუნქტებთან გუნდები მიიღებენ ინდივიდუალურ დავალებებს. ეს დავალებებიც ფასდება ქულებით. საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ის ვინც მითითებულ დროში მეტ ქულას მოაგროვებს. 

შეჯიბრის წესები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: შეჯიბრის წესები