ლაშქარას შესახებ


შეჯიბრის ჩატარების მიზანი

დიდი ხანია რაც საქართველოში პოპულარული გახდა საფეხმავლო ტურისტული გასვლები (ლაშქრობები) ახალგაზრდებში. ამას აქვს რამოდენიმე მიზეზი: ისტორიული ძეგლების  თუ ლამაზი ადგილების მონახულება, დასვენება ქალაქური ციებ–ცხელებისგან ბუნებაში, მოგზაურობა არა კომფორტულ პირობებში და ა. შ.  შედეგად, ძალაუნებურად თუ შეგნებულად, ხდება სალაშქრო უნარ–ჩვევების ათვისება: რუკით ორიენტირება, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, შეშის მოპოვება და ა. შ.

„ლაშქარა 2010“  ჩატარების მიზანია შესძინოს ლაშქრობებს აზარტული, სათაგადასავლო და სპორტული ხასიათი, რათა უფრო მიმზიდველი და პოპულარული გახადოს ახალგაზრდებში ტურიზმის ეს სახეობა.



ზოგადად შეჯიბრის შესახებ 

საშემოდგომო შეჯიბრი "ლაშქარა 2010",  არის შეჯიბრი სპორტულ ორიენტირებასა და სალაშქრო უნარ–ჩვევებში. 

შეჯიბრის ჩატარების მთელ ტერიტორიაზე იქნება განლაგებული პუნქტები. თითეულ პუნქტს მიენიჭება გარკვეული ქულა. ქულები განისაზღვრება მისი აღების სირთულის მიხედვით. ზოგი პუნქტის აღება იქნება სავალდებულო, ზოგის კი  – არა. სავალდებულო პუნქტებთან გუნდები მიიღებენ ინდივიდუალურ დავალებებს. ეს დავალებებიც ფასდება ქულებით. საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ის ვინც მითითებულ დროში მეტ ქულას მოაგროვებს.