სიახლეები

 24.10.10 დასრულდა შეჯიბრი "ლაშქარა 2010"!

ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. ასსა
2. დაკარგული
3. AVALANCHE
4. კარავი.გე


გუნდებმა "ჭიუხვები", Gimn და "მოხეტიალემ", გამოტოვეს სავალდებულო პუნქტები და შესაბამისად ისინი გამოეთიშნენ შეჯიბრს, თუმცა მოგვიანებით დაიდება მათი შედეგებიც.
ხოლო, გუნდმა "გზამკვლევმა" არ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
დეტალური ინფორმაცია შედეგების და შეჯიბრის მსვლელობის დაიდება მოგვიანებით.

ამ არქივში   განთავსებულია ექსელის ფაილი, რომელშიც მოცემულია შეჯიბრ "ლაშქარა 2010"–ის შედეგები.

LIVE

12:23 შეჯიბრი დაიწყო! ამჟამად, პირველი სავალდებულო პუნქტი 4 გუნდმა გადალახა. ამინდი კარგია.

16:32 დააფინიშა გუნდმა ასსამ.
16:51 AVALANCHE
17:25 კარავი.გე
17:36 მოხეტიალე
17:37 დაკარგული
17:38 GIMN
17:47 ჭიუხვები



22.10.10 მოკლედ, შეჯიბრში იღებს მონაწილეობას 8 გუნდი. ესენია:

1. GIMN
2.AVALANCHE
3. მოხეტიალე
4. ასსა
5. დაკარგულები
6. კარავი.გე
7. ჭიუხვები
8 გზამკვლევი


პირველი ნაკადი გუნდებისა AVALANCHE, ასსა, კარავი.გე და გზამკვლევი, მობრძანდებით ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე (39 მარშუტკის გაჩერებასთან) დილის 08:30.

მეორე ნაკადი გუნდებისა GIMN, მოხეტიალე, დაკარგულები და ჭიუხვები, მობრძანდებით იგივე ადგილას დილის 09:10–ზე.

16.10.10 - ორგანიზატორებმა შეჯიბრის ჩატარების ადგილას მოამზადეს საკონტროლო პუნქტები. ჯერჯერობით დარეგისტრირებულია 5 გუნდი.

11.10.10 – გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს, თუ როგორ ამზადებენ ორგანიზატორები შეჯიბრის სააპარეზო ადგილს:



уборка мусораГерц срезает камышГерц разведывает яму для установки точки  точка №36


Лика фотографирует  



9.10.10 - ღონისძიების ჩატარების დროს, ბლოგზე დაიდება თავად შეჯიბრის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია, ანუ იქნება პირდაპირი ჩართვა.

8.10.10 – ამჟამად 4 გუნდია დარეგისტრირებული.

2.10.10 – დაკონკრეტდა შეჯიბრის წესებში ერთ–ერთი პუნქტი.

1.10.10 - შედგა რიგით მესამე დაზვერვა. ამჯერად ორგანიზატორები გაეცნენ შეჯიბრის ადგილას არსებული კერძო საკუთრების ტერიტორიების მეპატრონეებს.

29.09.10 – გუნდმა GIMN შემოიტანა განაცხადი.

21.09.10 - შეჯიბრის შესახებ ინფორმაცია განთავსდა რამოდენიმე ფორუმზე.

20.09.10 – ორგანიზატორებმა დაადგინეს საკონტროლო პუნქტების განთავსების ადგილები.

13.09.10 – ორგანიზატორებმა დაზვერეს შეჯიბრის ჩატარების ადგილის ნაწილი. შერჩეულ იქნა ობიექტები, სადაც განთავსდება საკონტროლო პუნქტები. აგრეთვე დადგინდა სტარტის ადგილი.