Sunday, October 24, 2010

დასრულდა შეჯიბრი "ლაშქარა 2010"!

დასრულდა შეჯიბრი "ლაშქარა 2010"!

ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. ასსა
2. დაკარგული
3. AVALANCHE
4. კარავი.გე

გუნდებმა "ჭიუხვები", Gimn და "მოხეტიალემ", გამოტოვეს სავალდებულო პუნქტები და შესაბამისად ისინი გამოეთიშნენ შეჯიბრს, თუმცა მოგვიანებით დაიდება მათი შედეგებიც.

ხოლო, გუნდმა "გზამკვლევმა" არ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

დეტალური ინფორმაცია შედეგების და შეჯიბრის მსვლელობის დაიდება მოგვიანებით.









.

4 comments:

  1. ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა გუშინდელმა საღამომ, ძალიან ორგანიზებული შეჯიბრი იყო, კიდევ ერთხელ მივულოცავ გუნდ "ასსა"–ს გამარჯვებას, დიდი მადლობა ჩვენს ორგანიზატორებს ლიკას და რომას, ასევე დიდი მადლობა სანდროს (celevra-ს) ლამაზი მედლების დამზადებისთვის, მართალია წელს მე როგორც მსაჯი ისე მოვევლინე "ლაშქარა 2010"–ს, მაგრამ სანდრომ მსაჯებიც გაგვანებივრა მედლებით :))
    ძალიან ლამაზი სანახავი იყო დაჯილდოების მერე შამპანურებით წუწაობა, გარდა იმისა რომ მონაწილეები ძალიან ტალახიანები იყვნენ, ამას ალკოჰოლის სურნელიც დაემატა :D – ბონჟებისგან აღარ განსხვავდებოდნენ :D:D:D
    ერთი სიტყვით მე დიდ ემოციებში ვარ...
    "ლაშქარა 2011"–ს კი ვუსურვებ რომ ძალიან ბევრი სპონსორი გამოჩენოდეს...
    დიდი სიყვარულით მარიტა.

    ReplyDelete
  2. ძალიან მაგარი შეჯიბრია! :) მადლობა ორგანიზატორებს ამისათვის! ვულოცავ გუნდ ასსა-ს გამარჯვებას და მომავალ 2011-ზე გელით ხალხნო. მე თვითონ მსაჯი ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე. იმედი მაქ მომავალში მონაწილედაც მიხილავთ ;)

    ReplyDelete
  3. მინდა ავღნიშნო რო ძალიან ორგანიზებული იყო მთლიანი შეჯიბრი. ამისთვის მადლობა ლიკას, რომას და დანარჩენ მსაჯებს. მადლობა "ეგზოტპოლს" მედლებისთვის, მადლობა იას ლოგოსთვის. მადლობა თანაგუნდელებს, და მადლობა ყველა მონაწილეს. მადლობა avalanche-ს ნიჟარის შეცდომით წამოღებისთვის და მადლობა დაკარგულებს ძვლის ვერ პოვნისთვის
    მ ა დ ლ ო ბ თ !


    ძალიან მომეწონა სავალდებულო წერტილებზე მსაჯები რო გვხვდებოდნენ. ძალიან მაგარი იყო, ყველაზე მეტად მათი ნახვა გვიხაროდა.

    მოკლედ მაგარი იყო რა.

    მოუთმენლად ველი ლაშქარა 2011–ს. :–)

    ReplyDelete
  4. რა ბედნიერებაა რომ ლაშქარა 2010 შედგა, ორგანიზატორებმა დახარჯეს არანორმალური ენერგია ამის ორგანიზებისთვის და მადლობა მათ, მიუხედავად იმისა რომ არ მიმიღია მე თვითონ ამ შეჯიბრში მონაწიელობა.
    მე ”მოხეტიალეებს ’ვბალეშჩიკობდი” :)და ამიტომ პირველ რიგში მათ ვულოცავ ამ წარმატებას (მეორე ადგილიც კარგი ადგილია!)
    იმედია ლაშქარა 2011-იც ჩატარდება უფრო ფართო მაშტაბით.
    ყოჩაღთ!!!!

    ReplyDelete