Wednesday, October 27, 2010

ლ ა შ ქ ა რ ა: ლაშქარა 2010


თავაზობთ გუნდების შედეგებს:

დეტალური შედეგები მოცემულია აქ

გუნდი „ასსა“ – 156 ქულა.
გუნდმა „ასსამ“, ყველა სავალდებულო პუნქტთან პირველი მივიდა. ამ გუნდმა დავალებებში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა.



გუნდი „დაკარგული“ – 154 ქულა.
გუნდმა „დაკარგულმა“, შეცდომა დაუშვა პირდაპირი მანძილის გამოთვლაში და პლუს არ გაუმართლათ ხილვადობაშიც, რაზეც მათ დაკარგეს ძვირფასი ქულები და ორი ქულით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ გუნდს.


გუნდი „AVALANCHE“ – 142.5 ქულა
გუნდმა „AVALANCHE“–მ სამალავიდან სხვა ნივთი წამოიღო, ამის გულისთვის დაკარგა ძალიან საჭირო ქულები. 

გუნდი „კარავი.გე“ – 91 ქულა
ამ გუნდში მონაწილეობას იღებდა სამი მანდილოსანი და მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ყველა სავალდებულო პუნქტის აღება. თუმცა არ გაუმართლათ დროში. საკონტროლო დროს მათ 4 წუთით გადააცილეს. 


გუნდი „მოხეტიალე“ – 108 ქულა
სამწუხაროდ ამ გუნდმა, გამოტოვა ერთი სავალდებულო პუნქტი, რომელიც ფინიშთან ახლოს იყო. თუმცა, დრო საკმაოდ ჰქონდა. გამოუცდელობის კვალობაზე, მათ მაინც კარგად იასპარეზეს. 



გუნდი „ჭიუხვები“ – 149 ქულა
ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც წავიდა სრულიად განსხვავებული მარშრუტით და შედეგად საკმაო რაოდენობის ქულები აიღო, თუმცა მათაც როგორც გუნდმა „მოხეტიალემ“ გამოტოვეს ბოლო სავალდებულო პუნქტი, არადა დრო 30 წუთი (მართალია საჯარიმო დრო) კიდევ ჰქონდათ. 

 
გუნდი „GIMN“ – 85 ქულა
ამ გუნდმა სამწუხაროდ გამოტოვა ორი სავალდებულო პუნქტი, რის გამოც ამ პუნქტებზე მოსაცემი დავალებები ვერ შეასრულა. თუმცა, ცუდად არ გამოსულა. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში მიღებული გამოცდილებით, კარგ კონკურენციას გაუწევენ დანარჩენებს.

გუნდი "გზამკვლევი" 
სამწუხაროდ ამ გუნდის ყველა წევრმა არ გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რადგან ძალიან დააგვიანეს. თუმცა მათ აიღეს ყველა სავალდებულო საკონტროლო პუნქტი. 



2 comments:

  1. მე–13–ე ნომრის აღება ძალიან შთამბეჭდავია:)))
    მარტო გამარჯვების ნდომა და ჟინი არაა შეჯიბრი "ლაშქარა",
    აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრობას, სიყვარულს და თანადგომას,
    ნახეთ რა გამახსენდა – გალაქტიონის ლექსი "მეგობარს"
    ...
    "შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი,
    ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა წამება,
    ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
    იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!" :))

    (ნუ ეს ჩემი პოსტის გასალამაზებლად:))

    მსაგვსი გასვლები და თუნდაც შეჯიბრებები ძალიან კარგად ავლენს ადამიანის ხასიათს, კარგად ჩანს რამდენად სანდო მეგობარი და თანაგუნდელი გიდგას გვერდით.

    დიდი მადლობა molashqre.ge-ს საზოგადოებას რომ არსებობთ, თქვენ ჩემი ერთი დიდი ოჯახი ხართ, ყველა ძალიან მიყვარხართ – ოღონდ მართლა :)

    ReplyDelete
  2. მაგრები ხართ!!!!! გილოცავთ ყველას ლაშქარა2010-ის წარმატებით გასრულებას ხალხო!!!

    ReplyDelete